ახალი ამბები

10 თებერვალი: როგორი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში თოვლი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ძლიერი.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ნალექი, მთაში თოვლის სახით. მაღალ მთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით და დღის პირველ ნახევრამდე ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +1, +6°; მაღალ მთაში ღამით -10, -5°, დღისით -4, +1°.

თელავი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +8°, ღამით -2°.

ყვარელი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის ბოლოს მცირე წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +9°, ღამით 0°.

საგარეჯო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით 0°.

სიღნაღი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -1°.

დედოფლისწყარო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით -3°.

ლაგოდეხი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით 0°.