Sky News – ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს – საუბარია საქართველოში ყულევის და ინდონეზიაში კარიმუნის პორტებზე
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც ენერგეტიკის, ფინანსური მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებს მოიცავს.
აღსანიშნავია, რომ პირველად, პაკეტი მესამე ქვეყნების პორტებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, კერძოდ, საუბარია საქართველოში ყულევის და ინდონეზიაში კარიმუნის პორტებზე.
ასევე, ევროკავშირის სანქციების პაკეტში დამატებით რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 42 ნავთობტანკერი შევა.

