ახალი ამბები

ხანძარია თელავში, ძველი აეროპორტის ტერიტორიაზე

ხანძარია თელავში, ძველი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე. ცეცხლი ბალახს უკიდია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძრის ქრობის სამუშაოები გართულებულია.

როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ჩააქრეს, თუმცა მოგვიანებით ხანძარი ხელახლა გაჩნდა. ამ დროისთვის უცნობია აალების მიზეზი და დამწვარი ტერიტორიის ფართობი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.