ოქროს, ვერცხლის და პლატინის შეფასება მკვეთრად ეცემა
საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ოქროს, ვერცხლის, პლატინის, სპილენძის და ყველა სხვა მეტალის შეფასება მკვეთრად ეცემა.
პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, ოქროს ვარდნის მაჩვენებელი 14%-ს აღწევს, ვერცხლი 37%-ით არის გაუფასურებული, ხოლო პლატინამ 32%-იანი კორექცია განიცადა.
საერთო ჯამში, ერთ კვირაში ძვირფასი მეტალების საბაზრო შეფასება კუმულაციურად $12 ტრილიონით შემცირდა, რაც ამ შემთხვევას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მკვეთრ კორექციად აქცევს.
ექსპერტების შეფასებით, ძვირფასი მეტალების ბაზრის ჩამოშლა სპეკულაციური ბუშტის გაჩენით, არარაციონალური ვაჭრობით, ლევერიჯირებული პოზიციებით და მუდმივი ზრდის იმედით დამწყები ინვესტორების ჩართულობით არის განპირობებული.
მარტივად რომ ვთქვათ, ბაზარი კრიტიკულად გადახურდა და აღმასვლის მოლოდინი გაქრა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა აქტივების მკვეთრი გაუფასურება, რადგან ოქროსა თუ ვერცხლზე არსებული რეალური მოთხოვნა აცდენაში იყო საბაზრო შეფასებასთან.

