ახალი ამბები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

5 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6876 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.07 თეთრით გამყარდა.

ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.06 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1689 ლარი გახდა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 3.11 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6535 ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 6.17 თეთრი შეადგინა.