საქართველოში წიგნების იმპორტი შემცირდა
საქართველოში წიგნების, ბროშურებისა და ანალოგიური ნაბეჭდი მასალების იმპორტი 2025 წლის იანვარ–ნოემბერში შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებულია 7.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1 477 ტონა ნაბეჭდი პროდუქცია, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა 8 მლნ დოლარსა და 1 585 ტონას შეადგენდა.
შედეგად, იმპორტის ღირებულება წლიურად 5.4%-ით შემცირდა, ხოლო მოცულობაში კლება 6.8%-ს გაუტოლდა.
2025 წლის 11 თვეში წიგნების, ბროშურებისა და ანალოგიური ნაბეჭდი მასალების მთავარი საიმპორტო ქვეყანა თურქეთი იყო, საიდანაც საქართველოში 3.1 მლნ დოლარის ღირებულების 792 ტონა პროდუქცია შემოვიდა. მეორე ადგილზე პოლონეთია – 799 ათასი დოლარი და 44 ტონა, ხოლო მესამე პოზიციას გაერთიანებული სამეფო 787 ათასი დოლარითა და 41 ტონით იკავებს.
საიმპორტო ქვეყნებს შორის ასევე არიან ირანი – 707 ათასი დოლარი (262 ტონა), ჩინეთი – 658 ათასი დოლარი (152 ტონა), გერმანია – 394 ათასი დოლარი (28 ტონა), ჰონ-კონგი – 248 ათასი დოლარი (58 ტონა), რუსეთი – 198 ათასი დოლარი (19 ტონა), საფრანგეთი – 133 ათასი დოლარი (2 ტონა) და ბელგია – 103 ათასი დოლარი (2 ტონა).

