გიორგი ბურჯანაძე- ვენეციის კომისია საქართველოზე ახალ სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს
ვენეციის კომისია საქართველოზე ახალ სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს
ვენეციის კომისია საქართველოზე ახალ სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს.
ამის შესახებ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” სამართლებრივი მრჩეველი, გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს.
,,ვენეციის კომისიის მოსაზრება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლში ბოლოდროინდელ ცვლილებებს შეეხება.
მოთხოვნა ვენეციის კომისიას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა დეკემბრის დასაწყისში გადასცა.
ვენეციის კომისია საქართველოზე ახალ სამართლებრივ დასკვნას მოამზადებს.
ამჯერად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონზე, რომლითაც რეჟიმი პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად.
ეს მოთხოვნა ვენეციის კომისიას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა გადასცა დეკემბრის დასაწყისში და ვენეციის კომისიამ უკვე გამოაქვეყნა ვებ-გვერდზე.
დასკვნის მომზადების სავარაუდო თარიღად მითითებულია 2026 წლის მარტი,” – წერს გიორგი ბურჯანაძე.

