ახალი ამბები

10 პროდუქტი, რომელიც დეკემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

2025 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4% შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.6%-ით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დეკემბერში, წლიურად გაძვირებულ ტოპ-10 პროდუქტს შორის სასურსათო პროდუქტები სჭარბობს.

„ბიზნესპრენისუსი“ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით, ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ათეულს:

ქლიავი – 94.8%-ით გაძვირდა;
მსხალი – 49.3%-ით გაძვირდა;
ლიმონი – 43.6%-ით გაძვირდა;
ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 43.1%-ით გაძვირდა;
ატამი – 35%-ით გაძვირდა;
კარტოფილი – 27.4%-ით გაძვირდა;
ნაყინი – 26%-ით გაძვირდა;
საავადმყოფოს მომსახურება – 25.5%-ით გაძვირდა;
ხორბლის პური – 22.5%-ით გაძვირდა;
ახალი თევზი – 22.1%-ით გაძვირდა.