ახალი ამბები

ოქროს ფასი კვლავ გაიზარდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ იზრდება. 2026 წლის პირველ სავაჭრო დღეს, 2 იანვარს, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 332 დოლარი განისაზღვრა.

Gold Price-ის მონაცემებით, ერთი დღის ჭრილში ოქრო 0.16%-ით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 2.67%-ით გაძვირდა. ამასთანავე, წლიურად ძვირფასი ლითონის ფასი 64%-იან ზრდას აჩვენებს.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 387 ლარის ფარგლებში მერყეობს.