ახალი ამბები

2026 წელს გიდების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება – როდიდან შედის კანონი ძალაში

2026 წლის ივნისიდან „გიდების სერტიფიცირების შესახებ“ კანონი ამოქმედდება.

კერძოდ, გიდების სერტიფიცირების ვალდებულება 2026 წლის 1-ლი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს. ამ წესის დარღევისთვის, გარკვეული ჯარიმებიცაა გათვალისწინებული.

კერძოდ, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე, სერტიფიცირებული ფიზიკური პირი. ამასთან, მის სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო.

რაც შეეხება სანქციების ნაწილს, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლის, ალპური გამყოლის საქმიანობის განხორციელება იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიკატი გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით; ხოლო პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის არ ქონა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.