უცხოელებს საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ – როდის ამოქმედდება ცვლილებები
ქვეყანაში ახალი ჯარიმები წესდება. აღნიშნული ფულადი სანქციების ამოქმედების ვადად 2026 წლის 1-ელი მარტია განსაზღვრული.
საუბარია „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონზე, რომლითაც უცხოელებს საქართველოში დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ, დამსაქმებლებს კი მათი საჭიროების დასაბუთება მოუწევთ.
„შრომითი მიგრაციის“ კანონის გამკაცრებასთან ერთად, წესდება ახალი ჯარიმებიც კანონის შესაბამისი მოთხოვნის დარღვევებზე. უფრო კონკრეტულად, უცხოელის შესაბამისი უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელიც და თავად დასაქმებული უცხოელიც 2000 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში კი, ფულადი სანქცია ორმაგდება.

