ახალი ამბები

ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი რჩება – დავით ნარმანია

საქართველოში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფებთან ერთად არც ბუნებრივი აირის ტარიფები არ გაიზრდება.

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

„ბუნებრივი აირის შემთხვევაში ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა. ამასთან დაკავშირებით ისედაც გავაკეთე განცხადება, რომ მცირედი კორექტირებები ხდებოდა ამ ნაწილში. ასე რომ, არც ელექტროენერგეტიკაში და არც ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამ დროისთვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფები თბილისსა და რეგიონებში ასე გამოიყურება: „თბილისის ენერჯი“ – კუბური მეტრის ფასი 53.971 თეთრი; „სოკარ ჯორჯია გაზი“ – კუბური მეტრის ფასი 56.928 თეთრი; „საქორგგაზი“ – კუბური მეტრის ფასი 56.990 თეთრი; „თელავგაზი“ – კუბური მეტრის ფასი 58.863 და ა.შ.