ახალი ამბები

მთავრობა პესტიციდების ფასის შესწავლასაც იწყებს

მთავრობა პესტიციდებისა და აგროქიმიური საშუალებების ფასების შესწავლას დაიწყებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ ფასების სიღრმისეული შესწავლა ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა – სურსათი, მედიკამენტები და საწვავი და ანალოგიურ პროცესს ვიწყებთ პესტიციდებისა და აგრო-ქიმიური საშუალებების მიმართულებითაც.
ჩვენი შეფასებით, საქართველოში აღინიშნება როგორც მაღალი ფასები პესტიციდებზე, ისე ჭარბი მოხმარების პრაქტიკა. ორივე მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევები და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერებთან, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე უახლოეს მომავალში შექმნის სამართლიან სისტემას, ესაა ჩვენი მიზანი და ამოცანა, რომელიც პესტიციდებზე მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომ ფასებს უზრუნველყოფს. მადლობა მინდა, გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს უკვე გაწეული სამუშაოსთვის. ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება ხელშესახები შედეგები ამ მიმართულებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.