ახალი ამბები

რას ეძებდნენ Google-ში ყველაზე ხშირად საქართველოდან 2025 წელს?

2025 წელს საქართველოში ყველაზე ხშირად ამინდის შესახებ ინფორმაციას ეძებდნენ.

Google Trends-ის მონაცემების თანახმად, ტოპ ძიებებს შორის მოსალოდნელ ამინდზე ინფორმაცია პირველ ადგილზეა. წლის განმავლობაში, საქართველოში ასევე ხშირად ფიქსირდებოდა თარგმნისთვის დამხმარე საშუალების მოძიების შემთხვევები.

მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოში ინფორმაციას ძირითადად 3 ენაზე – ქართულად, ინგლისურად და რუსულად იძიებდნენ.

მიმდინარე წლის ტოპ საძიებო თემების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ამინდი;
თარგმნა;
საქართველო;
თბილისი;
ფილმები;
youtube;
google;
ქართული ლარი;
ბათუმი;
დიდი ბრიტანეთის ლარი.
თუ სიტყვების მიხედვით, უფრო კონკრეტულ ძიებებზე ვიმსჯელებთ, Google Trends-ის მონაცემების თანახმად, ესენი იყო:

ამინდი;
translate;
youtube;
google;
погода;
translate google;
georgia;
facebook;
adjarabet;
crystalbet.