ახალი ამბები

სეს-ი 3,7 მლნ ლარად ფაროსანას მისატყუარი პესტიციდების ყიდვას გეგმავს

სურსათის ეროვნული სააგენტო 3,7 მლნ ლარად ფაროსანას მისატყუარი პესტიციდების ყიდვას გეგმავს. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია პესტიციდზე, რომელიც აზიური ფაროსანას მოსაზიდად ხაფანგის გარეშე გამოიყენება.

შესყიდვის ობიექტია 200,000 ცალი ფერომონიანი მისატყუარი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 740 000 ლარია. ხოლო წინადადებების მიღება 18 იანვარს დაიწყება და 23 იანვარს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიაწოდოს სეს-ს შესაბამისი პროდუქტი.

ცნობისთვის, 2025 წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ შემდეგი ღონისძიებები ჩაატარა: ცივი შესხურებით დამუშავდა 105 784, 5 ჰა ტყის და სოფლის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი; თერმული ნისლით – 348 620 ჰა ტერიტორია; ქვეყნის მასშტაბით განთავსდა 8008 „მონიტორინგის ხაფანგი” და 208 444 „მოიზიდე და გაანადგურე სადგური“.

სააგენტოს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მიმდინარე წლის მასშტაბური წამლობითი ღონისძიებები დასრულდა. სეზონურობის გათვალისწინებით, გვიან შემოდგომაზე, როცა აზიური ფაროსანა შედარებით პასიურია და სახლის სხვენებსა და შენობა-ნაგებობებში ინაცვლებს, სააგენტო აგრძელებს მონიტორინგს