ახალი ამბები

ექსპლუატაციიდან გამოსული ტრანსპორტით გარემოს დაბინძურებისთვის კანონი გამკაცრდა

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება უკვე შევიდა.

კანონის პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის როგორიც არის: მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესის ან/და რეალიზაციის წესის დარღვევა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება; ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება და ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრა.