გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით დამატებით 552 ვიდეოკამერა განთავსდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ქუჩებში ვიდეოკამერების რაოდენობა გაიზარდა.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 8886 ვიდეოკამერაა განთავსებული, მათ შორის 6371 ზოგადი ხედვის, ხოლო 2515 – ნომრის ამომცნობი.
2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი, განთავსებული კამერების ჯამური რაოდენობა 8334 იყო. გამოდის, ერთ წელიწადში დამატებით 552 ვიდეოკამერა განთავსდა, მათგან ყველაზე მეტი თბილისში: 179 ზოგადი ხედვის და 21 – ნომრის ამომცნობი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს თბილისში განთავსებული ზოგადი ხედვის კამერების რაოდენობამ 676 შეადგინა. ამჟამად, დედაქალაქში ზოგადი ხედვის 2814 კამერაა.


