ახალი ამბები

საქართველოში მოსახლეობისთვის უმწვავეს პრობლემად ფასების ზრდა და ინფლაცია რჩება – ევრობარომეტრი

ევროკომისიის დაკვეთით, საქართველოში “ევრობარომეტრის” კვლევა ჩატარდა, რომლის საველე სამუშაოები 2025 წლის 10 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა.

პირისპირ ინტერვიუს ფორმით გამოიკითხა 1002 ადამიანი გამოიკითხა.

როგორც კვლევა აჩვენებს, საქართველოში მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემად ფასების ზრდა და ინფლაცია რჩება.

კვლევაში დასმულ კითხვაზე, თუ რომელია ქვეყნის წინაშე მდგარი ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, საქართველოს მოქალაქეების 37% პირველი რიგის გამოწვევად ფასების ზრდას, ინფლაციასა და ცხოვრების გაძვირებას ასახელებს.

რა აწუხებთ მოქალაქეებს ინდივიდუალურ დონეზე?

პირადი გამოწვევები გამოკითხულთა შორის პროცენტულად ასე ნაწილდება:

ფასების ზრდა, ინფლაცია და ცხოვრების გაძვირება – 39%
ჯანდაცვა/ჯანმრთელობა – 19%

უმუშევრობა – 18%

ოჯახის ფინანსური მდგომარეობა – 15%

პენსიები – 13%

ცნობისთვის, ევრობარომეტრით გამოკითხულთა 60% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია.