წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო
𝟮𝟬𝟮𝟲 წელს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესი განახლდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 𝟭𝟴-დან 𝟮𝟳 წლამდე პირები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გადავადების ან გათავისუფლების საფუძველი.
წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალებში გადიან. გაწვევის პროცესს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
წვევამდელების გამოძახება ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპითა და დადგენილი რიგითობის მიხედვით ხდება.
თავდაცვის უწყების სისტემაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სხვადასხვა სახეები და ვადები მოქმედებს (𝟲 თვის, 𝟴 თვის და 𝟭𝟭 თვის ვადით), რაც ქვედანაყოფში გადანაწილებამდე ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (𝗕𝗖𝗧) პერიოდსაც მოიცავს. სამსახური ანაზღაურებადია, ხოლო ნებაყოფლობით დარეგისტრირებულ პირთა ანაზღაურება 𝟯𝟬%-ით იზრდება.

