ახალი ამბები

თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა

თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა მშვიდობის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა. ინფორმაციას სააგენტო mak.ge ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, დაშავებულ მამაკაცს ქვედა კიდურის მოტეხილობა და სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.