მიწის დარეგისტრირების საფასურს მთავრობა განსაზღვრავს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე სისტემური რეგისტრაციის დასრულების შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ პროცესი ფორმალურად 31 დეკემბერს იწურება, თუმცა მოქალაქეებისთვის რეგისტრაციის მექანიზმი არ შეწყდება და სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში იმავე პირობებით შეძლებენ.
„ჩვენ გვსურს დავაკონკრეტოთ, რომ სისტემური რეგისტრაციის პროცესი ფორმალურად, იმ კრიტერიუმებით, რომლითაც ეს დღეს წარიმართება, 31 დეკემბერისთვის დასრულდება. თუმცა, ჩვენი მოქალაქე როდესაც კონკრეტულად მიმართავს სააგენტოს, სააგენტოს ექნება შესაძლებლობა იმავე წესით, სისტემური რეგისტრაციის კრიტერიუმებით დადგენილი წესით განახორციელოს რეგისტრაცია ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე“, – განაცხადა დგებუაძემ.
გადასახადის ზედაჭერი კანონითაა განსაზღვრული და ასე დარჩება. მისივე თქმით, როგორიც უნდა იყოს “საფასურს მთავრობა დაადგენს. საფასური იქნება შესაბამისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებთან. ამასთან დაკავშირებით არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც.
დოკუმენტში არ არის დაზუსტებული, რა ეღირება მიწის რეგისტრაცია ახალი წესით. კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ტარიფი საქართველოს მთავრობის მიერ 2026 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა განისაზღვროს. ამასთან, ფასმა არ უნდა გადააჭარბოს სააგენტოს მომსახურების მოქმედი უმაღლესი ტარიფის ორმაგ ოდენობას. დღეს ეს მაქსიმალური თანხა 600 ლარია, შესაბამისად, რეგისტრაციის ღირებულება შეიძლება 1 200 ლარამდე განისაზღვროს.

