ჯარიმა ჩამოეწერება ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიების პროექტის განვითარების პროცესში
ენერგეტიკის სექტორში მოქმედ კომპანიებს 1 მლრდ ლარის დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერებათ. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიების პროექტების განვითარების პროცესში კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობაც 1 მილიარდი ლარია,” – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, დათქმა იქნება, რომ „განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას სრულად დაეკისრება ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება და აღუდგება ნაპატიები ჯარიმებიც“.

