ახალი ამბები

ბარბარე ჯორჯაძის სახელობის პრემია ქვემო ქართლში მცხოვრებ გულიკო შოშიტაშვილს გადაეცა

9 დეკემბერს გაიმართა ბარბარე ჯორჯაძის სახელობის პრემიის 2025 წლის დაჯილდოების ცერემონია.

პრემია ,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა” 2021 წელს დააწესა. მისი მიზანია რეგიონში მომუშავე ქალთა უფლებების დამცველი ქალების წახალისება და მათი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პრემია უკვე მეოთხე უფლებადამცველ ქალს გადაეცა.

ბარბარე ჯორჯაძის სახელობის 2025 წლის პრემიის მფლობელი გახდა გულიკო შოშიტაშვილი – ქვემო ქართლში მცხოვრები ქალების მუდმივი მხარდამჭერი და დამცველი.

,,ღონისძიებას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების და საქართველოში მოქმედი საელჩოების წარმომადგენლები, ჩვენი პროექტების მონაწილე ახალგაზრდები და ქალები. მადლობა გულიკოს და ყველა იმ ქალს, ვინც ყოველდღიურად აგრძელებს ბრძოლას თანასწორობისათვის და ადმიანების უფლებების დაცვისთვის.
კონფერენცია გაიმართა შვედეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „კახეთის რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფებისთვის ინტეგრაციის ,გენდერული თანასწორობისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების ხელშეწყობა””
, – აღნიშნავენ SREF-ში.

ღონისძიება აერთიანებდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს.