აქციის მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ – “ოცნების” ახალი ცვლილებები
“ქართული ოცნების” პარლამენტში “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.
ცნობისთვის, ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ამასთან, “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ განმეორებით შემთხვევაში მოქალაქეებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, რაც 1 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
, თუ სპონტანური, ან არა სპონტანური შეკრების მონაწილეები შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე, ან/და სვლაგეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დასთანხმდებიან და შეკრებას/მანიფესტაციას მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ რითაც შეზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ასეთი შეკრების/მანიფესტაციის მონაწილეს დაეკისრება ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით.
ამასთან, ანალოგიური ქმედების განმეორებითი ჩადენისთვის მონაწილეს ან ორგანიზატორს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება სსკ-ის 34-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით,” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

