ახალი ამბები

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ახალი ფრაქცია დააფუძნეს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ვასილ არაბულმა, ვალერი ყარაულაშვილმა და ფირუზ კევლიშვილმა ახალი ფრაქცია “ევროპელი სოციალისტები” დააფუძნეს.

ფრაქციის წევრთა გადაწყვეტილებით, ფრაქციას ვასილ არაბული უხელმძღვანელებს, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა კი ვალერი ყარაულაშვილმა დაიკავა.