ცვლილებები შეეხება ცხოველების მიმკედლებლებსაც – რა რეგულაციები შედის ძალაში
2026 წლიდან შინაურ ბინადარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესის დარღვევასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება – ამასთან დაკავშირებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგულაციების ჩამონათვალს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან კანონი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ ეტაპობრივად ძალაში შედის. საკანონმდებლო პაკეტის სრულად ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
სააგენტოს ინფორმაციით, რეგულაციები კი, რომლებიც 2026 წლის 1 ივლისიდან შევა ძალაში, შემდეგნაირია:
- ახალი რეგულაციები შეეხება შინაურ ბინადარი ცხოველების შემგროვებლურობასა და მათი გამრავლების წესების დაცვაზე;
- მკაცრად გაკონტროლდება ცხოველის მიტოვების საკითხი და ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის დოკუმენტების მოწესრიგება;
- 2026 წლის 1-ლი ივლისიდან ანტირაბიული ვაქცინაციისა და სტერილიზაცია – კასტრაციის პირობების დარღვევისთვის განისაზღვრა გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმები;
- სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხება ცხოველების მიმკედლებლებსაც. მათ სრულად დაეკისრებათ ვალდებულება უზრუნველყონ მიკედლებული ცხოველების მოვლა-პატრონობის წესის დაცვა.

