ახალი ამბები

ქონების გადასახადის გადახდის ვადა 3 დღეში იწურება

ფიზიკურს პირებს ქონების გადასახადის გადახდა 17 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია 3 ნოემბერს დასრულდა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს ამოიწურა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა, რომლის გადახდის ვალდებულებაც 17 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის -10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის სერვისით “RS ჩათი“ ან დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს 2 299 299“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.