სიღნაღში, ,,შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართება
22 ნოემბერს, ქალაქ სიღნაღში, ,,შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართება.
სიღნაღის მთავარ მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე მოეწყობა:
• ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა;
• ტრადიციული კერძები და გასტრონომიული კუთხე;
• ღვინის დეგუსტაცია: ადგილობრივი მეღვინეების მიერ წარმოებული საუკეთესო ღვინოები.
გაიმართება:
• მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები.
ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.

