ახალი ამბები

თელავში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნება

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტში, მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 305 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქის ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ აღინიშნება.

ღონისძიეის განრიგი:

09:00 საათი – მცხეთა, სვეტიცხოვლის ტაძარში აღევლინება მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი;
09:00 საათი – თელავი, სასახლის ტერიტორია –მეფის კარის, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში შესრულდება წირვა და მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.
11:00 საათი – თელავის ჩოხოსანთა საზოგადოების საზეიმო მსვლელობა ერეკლე მეორის მოედანზე და გამგზავრება ცხენებით მცხეთის მიმართულებით;
11:30 საათი – ფოლკლორული კომპოზიციები ანსამბლების „პატარა კახისა“ და ალავერდის ეპარქიასთან არსებული წმ.ბიძინა შალვა და ელიზბარის სახელობის ზ/ს სკოლის გუნდის „ახალნერგის“ მონაწილეობით (სასახლის ტერასა);
13:00 საათი – ქართული ჭიდაობა სასახლის ეზო;
14:00 საათი – სამეფო ოჯახის მიერ დაარსებული ერეკლე მეორის ორდენის გადაცემა 2025 წლის კანდიდატებისთვის (სასახლის საელჩო დარბაზი);
14:00 საათი – ერეკლე მეორის ეპოქის ხელნაწერთა გამოფენა (თელავის ისტორიული მუზეუმის მცირე საექსპოზიციო დარბაზი);
12:00–17:00 საათი – ერეკლე მეორის მოედანი – დეკორატიული და თემატური პავილიონები (სოფლის ნობათი, ხელნაკეთი ნაწარმი, გამოფენები, კულინარია, საბავშვო კუთხე);
13:00–15:00 საათი –”ხრიდოლის შოუ” და ფოლკლორული კონცერტი სცენაზე (თეატრის მიმდებარე ტერიტორია) ადგილობრივი სტუდიებისა და ანსამბლების მონაწილეობით;
15:00 საათი – დაჯილდოვება „საპატიო თელაველები 2025“;
16:00 საათი – გალა-კონცერტი – ჯგუფი „ურსა“.