თელავის რაიონული საავადმყოფო – რა არის მუნი და როდის უნდა მივმართოთ ექიმს – რჩევები
ბოლო პერიოდში, ქვეყანაში მუნის შეთხვევები გაიზარდა. თელავის რაიონული საავადმყოფო საკუთარ სოციალურ გვერდზე აქვეყნებს რჩევებს დაავადებასთან დაკავშირებით.
ბოლო პერიოდში ყველაზე გავრცელებულ პარაზიტულ ინფექციაზე კითხვებს დერმატო-ვენეროლოგი ნინო სვიმონიშვილი პასუხობს.
რა არის მუნი და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
სკაბიესი (მუნი) არის კანის პარაზიტული ინფექცია, რომელსაც იწვევს ტკიპა Sarcoptes scabiei. ტკიპა აღწევს კანის ზედაპირზე, რაც იწვევს ძლიერი ქავილისა და დამახასიათებელი გამონაყარის განვითარებას.
ინტენსიური ქავილი
• განსაკუთრებით ღამით, როდესაც ტკიპა აქტიურდება;
• ხშირად იმდენად ძლიერია, რომ იწვევს კანზე დაკაწვრებს და მეორად ინფექციას;
დამახასიათებელი გამონაყარი:
• მცირე ზომის წერტილოვანი ელემენტები, პაპულები ან ბუშტუკები;
• ზოგჯერ ჩანს სუსტად გამოხატული, წვრილი, ხაზისმაგვარი სავალები – ეს არის ტკიპის მოძრაობის მარშრუტი კანქვეშ;
ლოკალიზაცია (სად ჩნდება):
• თითებს შორის სივრცე;
• მაჯები და იდაყვებთან მიდამო;
• იღლიის არე;
• საზარდული, სასქესო ორგანოების მიდამო;
• ქალებში – სარძევე ხაზზე;
• პატარებსა და ჩვილებში – შესაძლოა გავრცელდეს ტანზე, ფეხებზე, ხელებზე და თავზეც;
საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ გადადოს ვიზიტი ექიმთან, რადგან დროული დიაგნოსტიკა ყველას გაუწევს დახმარებას მიზეზის განსაზღვრასა და გართულებების თავიდან აცილებაში.

