სკოლა-სტუდია “სოლეის” მორიგი გამარჯვება
თელავში მდებარე სკოლა-სტუდიამ, ,,სოლეი”, ერთ კონკურში ოთხი ჯილდო მოიპოვა.
სამხატვრო და მუსიკალური ხელმძღვანელი ვერიკო სახიაშვილი ამბობს რომ აღნიშნული ჯილდოები მათთვის ძალზე მნიშვენლოვანია.
,,ონლაინ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. სხვადასხვა ქვეყნებში მოისმინეს ჩვენი ბავშვების მიერ შესრულებული სიმღერები. შევასრულეთ სიმღერა კინოფილმიდან ,,ფესვები”. ჯილდოებიც, შესაბამისად მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნიდან. უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიალი კი, გაიმართა თბილისში.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობდა მსოფლიოს 22 ქვეყანა იღებდა მონაწილეობდა და გრანპრი ჩვენ წამოვიღეთ საქართველოში და კერძოდ, თელავში.
მინდა ვთქვა, რომ პარიზის გარდა ჩვენი სიმღერა შესრულდა ლევილშიც, კონკურსზე. აქ, ჩვენი სკოლის ბავშვებმა დაიმსახურეს პირველი ხარისხის დიპლომი და პირველი ადგილი.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენს სიმღერას მოუსმინეს ბელგიის სამეფოში, საელჩოში. ჩვენმა ელჩმა კი, პირადად გამოგვიგვზავნა მადლობის სიგელები ყველას. სიმღერამ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა”.
გთავაზობთ ჯილდოების ჩამონათვალს:
სკოლა-სტუდია “სოლეი”ს სოლისტები
გრან-პრი პარიზიდან
ფესტივალი “პარიზის ვარსკვლავი 2025”
ბელგიის სამეფო, ბრიუსელი
მადლობის სიგელი საქართველოს საელჩოდან
ლევილი
პირველი ხარისხის დიპლომი
დიპლომი
ფესტივალი “ოქროს შემოდგომა”


