ახმეტელი ალექსი დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიოს 9 გზის ჩემპიონი გახდა
საფრანგეთში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ვეტერანებს შორის, მესამე შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში (M5, 50-54 წლის და M6, 55-59 წლის) გაიმართა.
M5 კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენებმა 4 მედალი დაისაკუთრეს ნესტორ ხერგიანმა (73 კგ) და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ვეტერანმა ძიუდოისტმა ალექსი დავითაშვილმა (+100 კგ) კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ დავითაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი მეცხრედ გახდა.
სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ვეტერანთა ნაკრების ანგარიშზე 20 მედალია (8 ოქრო, 4 ვერცხლი, 8 ბრინჯაო.

