თელაველმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარასროლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის კახეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის თანამშრომელმა, პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ პარასროლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქალაქ ალ-აინში 28 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა 2025 წლის პარასროლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 39 ქვეყნის 213 სპორტსმენი მონაწილეობდა. ვლადიმერ ჭინჭარაული ჩემპიონატზე R9 კატეგორიაში 50 მეტრზე შაშხანით სროლაში ასპარეზობდა.
ვლადიმერ ჭინჭარაულს არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვს მოპოვებული:
2024 წლის პარიზის ზაფხულის პარალიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.
2024 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
2024 წელს კი კორეაში – მსოფლიო პრიზიორი გახდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
2023 წელს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მსოფლიო პრიზიორის ტიტული და ბრინჯაოს მედალი მიიღო.
2020 წლის ტოკიოს ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე პარალიმპიელი გახდა.
2018 წელს იგი აშშ-ის ღია პირველობაზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

