ახალი ამბები

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ოქტომბერში

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2 % შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.4%-ით განისაზღვრა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქცია ჭარბობს.

საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ წლიურად ყველაზე გაძვირებული პროდუქტების ათეული:

ქლიავი – 109%
მსხალი – 60%
ლიმონი – 59.5%
მწვანე ლობიო – 52%
კიტრი – 50%
ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 43%
ატამი -39%
საზამთრო – 37%
შოკოლადის ფილა – 32%
ნაყინი – 26%

საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ წლიურად ყველაზე გაიაფებული პროდუქტების ათეული:

ტელევიზორი – 18%
თვითმფრინავით მგზავრობა – 16%
პომიდორი – 13.4%
ინტერნეტის გადასახდელი – 13%
ბრინჯი – 13%
მაცივარი – 13%
კომპიუტერი – 10%
ქვაბი – 9%
სარეცხი მანქანა – 8.5%