საქართველოს ციხეებში სულ 1404 უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებული და მსჯავრდებულია
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბრის ბოლოს არსებული მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულნი იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები 61 ქვეყნიდან და მოქალაქეობის არმქონე პირები.
სისხლის სამართლის სტატისტიკის მაჩვენებლების თანახმად, მათი რიცხვი 1 404-ს შეადგენდა, რაც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის 13.4%-ია.
უცხოელთაგან უდიდესი ნაწილი თურქეთზე (472), რუსეთსა (171) და აზერბაიჯანზე (129) მოდის.

