ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო, საკონდიტროებში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო, წინასაახალწლოდ გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, საკონდიტროებში სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მოწმდება ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ინვენტარი, სურსათის დამზადების, შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ნედლეულის ვარგისიანობის ვადები.

,,ინსპექტორები შემოწმებასთან ერთად, უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემენ. შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში კი ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და საზოგადოების ინფორმირება დარღვევების თაობაზე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე – 15-01″,- აცხადებენ სააგენტოში.