ახალი ამბები

2025 წლის ადამინის უფლებათა ტიტა თოზუ გულმამედლის გადაეცა

ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს “ადამიანის უფლებათა ტიტა” სამოქალაქო აქტივისტსა და ჟურნალისტს, თოზუ გულმამედლის გადაეცა.

თოზუ წლებია ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებადამცველია.

“ადამიანის უფლებათა ტიტა 2025”-ს დაჯილდოვების ცერემონია დღეს, 10 დეკებერს, გაიმართა.

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო “ადამიანის უფლებათა ტიტას” ყოველწლიურად გადასცემს უფლებადამცველებს, აქტივისტებსა თუ ჟურნალისტებს.

“ადამიანის უფლებათა ტიტა” წინასწარ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, ყოველწლიურად გადაეცემა ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ადამიანის უფლებების დაცვაში.

ფოტო: რადიო მარნეული