ახალი ამბები

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური ბანაკი გაიხსნა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საერთაშორისო სტუდენტური ბანაკი გაიხსნა.

პროექტი CIF საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისსხავს ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირებას უმაღლეს სასწავლებლებში.

სტუდენტებთან გაიმართება მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების ლექციები და
პრაქტიკული ტრენინგები. მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან ჭკვიან აგროტექნოლოგიებს და
მოამზადებენ გუნდურ პროექტებს.

პროექტის მენეჯერის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მანანა კევლიშვილის განმარტებით, პროექტი სტუდენტებს პრაქტიკული მუშაობის უნარებს შესძენს.

“ჭკვიანი აგტოტექნოლოგიების დანერგვით, სტუდენტი იღებს თანამედროვე ცოდნას, შეიძენს პრაქტიკულ უნარებს. საბოლოოდ ეს ყველაფერი წაახალისებს კვლევასა და ინოვაციას, ასევე ხდება აგრარული სექტორის მოდერნიზაცია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ბევრი ასეთი პროექტი განვახორციელოთ”– განაცხადა კევლიშვილმა.

CIF პროექტის პარტნიორები არიან იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი,საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, შვედეთის სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა უნივერსიტეტი და მონპელიეს უნივერსიტეტი.

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 50 სტუდენტი ბანაკის ფარგლებში, ხუთი დღის განმავლობაში იმუშავებს.