ახალი ამბები

ჩვენმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა იტალიაში – Chelti Winery

Chelti Winery / მეღვინეობა ჩელთი იტალიაში გამართულ ღვინის კვირეულში მიიღო მონაწილეობა და საკუთარი ღვინოების პარალელურად დამსწრე საზოგადოებას ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ქართული ტრადიციაც გააცნო.

„მეღვინეობა ჩელთი“-მ მონაწილეობა მიიღო მილანის ღვინის კვირეულში, რომელიც გაიმართა 4–14 ოქტომბერს. ღონისძიებაზე წარმოვადგინეთ ჩვენი ღვინოები და გავიზიარეთ ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ქართული ტრადიცია.

ასევე ჩავატარეთ მასტერკლასი, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა სომელიეები, ღვინის პროფესიონალები და მოყვარულები მთელი იტალიიდან. ჩელთის ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა იტალიაში, და უკვე მრავალი წამყვანი იტალიური რესტორანი გეგმავს ქართული ღვინოების დამატებას საკუთარ მენიუში“, – აღნიშნულია ჩელთის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაში.