ველისციხის რეაბილიტაციისათვის ახალი ტენდერი გამოცხადდება
სოფელ ველისციხის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ აღნიშნა, რომ მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ფონდმა მას შემდეგ მიიღო, რაც კონტაქტორთან ერთად პროექტის გაგრძელებისთვის არსებული ყველა შესაძლო რესურსი ამოიწურა.
,,ამ პროცესის თითოეული ეტაპი — ხელშეკრულების შეწყვეტიდან ახალი ტენდერის გამოცხადებამდე — აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მჭიდრო კოორდინაციითა და ჩართულობით მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის პრიორიტეტი ყოველთვის არის მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით იმ პროექტებზე, რომლებიც პრობლემური მდგომარეობით გადმოგვეცა”.

