ახალი ამბები

ხვალ, თელავში ჭაჭის ფესტივალი ჩატარდება

25 ოქტომბერს, თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე, ყოველწლიური ფესტივალი „ჭაჭა 2025“ ჩატარდება.

ფესტივალი 14:00 საათზე დაიწყება და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

ფესტივალში მონაწილეობას რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი იღებს.

ჭაჭის გამოფენა-გაყიდვაზე დაგხვდებათ:

🔸 ტრადიციული კერძები და გასტრონომიული კუთხე
🔸 მუსიკა, თეატრალიზებული მსვლელობა და კულტურული პროგრამა
🔸 დეგუსტაციები და მასტერკლასები ღვინისა და ჭაჭის ექსპერტებისგან
🔸 გამარჯვებულების დაჯილდოება ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით
🏆 ასევე, ყველაზე კრეატიული მუნიციპალიტეტი მიიღებს სპეციალურ პრიზს.
✨ მხიარულება, ტრადიციები, გემოები და კახური სტუმართმოყვარეობა – ყველაფერი ერთ დღეს, ერთ მოედანზე.

რეგისტრაცია ჭაჭის მწარმოებლებისთვის – 20 ოქტომბრამდე გრძელდება.