ვეჯინის ამაღლების არქიტექტურული კომპლექსი
ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი: ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შედის: ვეჯინის ამაღლების, აღდგომის და წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიები, ციტადელის კოშკი და მამათა ლავრის მსახურთა საცხოვრისი. კომპლექსში ცენტრალური ადგილი უკავია ,,ღვთაების (ამაღლების) ეკლესიას, რომელიც განეკუთვნება მე-13, მე-14 საუკუნეებს. ეკლესიის ინტერიერი, მთლიანად მოხატულია,სხვადასხვა ბიბლიური სცენებით. კომპლექსი შემოზღუდულია, ქვითკირის მაღალი გალავნით,საიდანაც იშლება ალაზნის ველის და კავკასიონის შესანიშნავი ხედები.
ვეჯინის ამაღლების ხუროთმოძღვრული კომპლექსი,მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია.
ფოტო: ბადრი ვადაჭკორია

