როგორია საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი 3 ოქტომბერს
ცესკოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი 3 ოქტომბრისთვის:
- 20:00 საათამდე საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს
საარჩევნო ბიულეტენებსა და სპეციალურ კონვერტებს (63-ე მუხლის მე-9 პუნქტი) - 20:00 საათამდე საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცემს
საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ, ამომრჩეველთა დაზუსტებული სიების
საბოლოო ვერსიებს (31-ე მუხლის მე-11 პუნქტი) - 20:00 საათამდე საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის
აპარატი/აპარატები, რომლებშიც ჩატვირთულია საარჩევნო კომისიისთვის
განკუთვნილი ამომრჩეველთა სიები (სია ფოტოსურათებით). (ცესკოს დადგენილება
№7/2023) - 20:00 საათამდე საოლქო საარჩევნო კომისია შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიებს
გადასცემს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალური სიის
საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიებს (მე-2002 მუხლის მე-3 პუნქტი) - აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის დანიშვნა/
გამოწვევა/შეცვლა (42-ე მუხლის მე-6 პუნქტი) - პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ხმის უფლების მქონე ბრალდებულები/
მსჯავრდებულები არიან მოთავსებულნი, ხორციელდება ხმის მიცემის უფლების
მქონე ბრალდებულების/მსჯავრდებულების ინფორმირება კენჭისყრის პროცედურების (ბუკლეტებისა და ფლაიერების საშუალებით), საარჩევნო სუბიექტებისა და მათ
მიერ წარდგენილი კანდიდატების (საარჩევნო სუბიექტების ბეჭდვითი სააგიტაციო
მასალების/საარჩევნო პლაკატებისა და საარჩევნო პროგრამების საშუალებით) შესახებ.
(ბოლო ვადა) (ცესკოს განკარგულება №75/2012)

