ახალი ამბები

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტში სამანქანო გზა დააზიანა-ფოტოები

გადაუღებელი წვიმის შედეგად ყვარლის მუნიციპალიტეტში ადიდებული მდინარე შოროხი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელ ბალღოჯიანში მისასვლელ გზას საძირკველი გამოაცალა.

კახეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად დაიწყო და ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კალაპოტის გაწმენდის და ადიდებული მდინარისგან დაზიანებული გზის საძირკვლის გამაგრება.

სამუშაოების განხორციელებაში ჩართულია – ყვარლის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური და საქართველოს მელიორაცია.

ფოტოები: კახეთის გუბერნია