ახალი ამბებიგანცხადება

ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის შეძენა ყოველთვის კარგი იდეაა?

საზღვარგარეთ მოგზაურობისას ინტერნეტთან წვდომა მრავალი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება დაგჭირდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ბალანსზე სულ გქონდეს საკმარისი რაოდენობის MB-ები. ამის გათვალისწინებით, ბევრი ჩვენგანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს ირჩევს, რათა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუმდმივი კავშირი შეინარჩუნოს.

ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი შეთავაზებაა, თუმცა, საინტერესოა, არის, თუ არა ეს ყოველთვის კარგი გადაწყვეტილება. თუ სამოგზაუროდ მიდიხარ და ამ არჩევანის წინაშე დგახარ, მაშინ აუცილებლად განაგრძე კითხვა. გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენი დღევანდელი მიმოხილვა დაგეხმარება. 

 

ულიმიტო პაკეტის უპირატესობები

ულიმიტო პაკეტის უმთავრესი უპირატესობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მუდიმავად MB-ების რაოდენობაზე ფიქრი არ გიწევს. შეგიძლია, მშვიდად გამოიყენო საჭირო აპლიკაციები, თვალი ადევნო სიახლეებს, უყურო ფილმებს ან დისტანციურად იმუშაო. ხშირად, ეს ყველაზე ბიუჯეტური გადაწყვეტილებაა, რადგან ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე MB-ების ამოწურვის შემდეგ პაკეტის რამდენჯერმე განახლება. 

 

როდის სჯობს განიხილო სხვა შეთავაზებები

მეორე მხრივ, თუ სამოგზაუროდ მხოლოდ რამდენიმე დღით მიდიხარ და იცი, რომ ინტერნეტი მხოლოდ Google Maps-ის და მსგავსი აპლიკაციების გამოსაყენებლად დაგჭირდება, შესაძლოა, განსაზღვრული რაოდენობის MB-ების ყიდვა სჯობდეს. ულიმიტო ინტერნეტი მათთვის არის, ვინც მობილურ ინტერნეტს აქტიურად იყენებს, მათ შორის სამსახურებრივი საქმიანობისთვის. სხვა შემთხვევაში, უმჯობესია, თანხა დაზოგო და სხვა შეთავაზება აარჩიო. 

 

როგორ გავიაქტიუროთ სამოგზაურო ინტერნეტი

სამოგზაურო ინტერნეტის გააქტიურება მარტივად, დისტანციურად შეგიძლია. ამისთვის უნდა გაიარო რეგისტრაცია შენ მიერ შერჩეული მობილური ოპერატორის ვებგვერდზე. შემდეგ აირჩევ სასურველ პაკეტს და გადაიხდი MasterCard/VISA ბარათით. eSIM-ის შემთხვევაში, გადახვალ პირადი კაბინეტის გვერდზე, სადაც გამოტანილი იქნება QR კოდი, რომლის დაინსტალირების შემდეგაც ავტომატურად გააქტიურდება ინტერნეტი. თუ ფიზიკური SIM ბარათის შეძენას გადაწყვეტ, შეგიძლია თავად გაიტანო მომსახურების წერტილიდან ან ისარგებლო საკურიერო მომსახურებით. ულიმიტო ინტერნეტი და ყველა სხვა შეთავაზება ორივე შემთხვევაში ვრცელდება.

 

შეჯამება

ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც მოგზაურობისას აქტიურად იყენებს მობილურ ინტერნეტს – იქნება ეს ფილმების ყურების, მუშაობის, თუ სოციალური მედიით კომუნიკაციის მიზნით. თუმცა, თუ მხოლოდ რამდენიმე დღით მოგზაურობ და ინტერნეტი ძირითადად ნავიგაციისთვის გჭირდება, შესაძლოა, უფრო შეღავათიანი იყოს განსაზღვრული MB-ების მქონე პაკეტის არჩევა. გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია, წინასწარ შეაფასო შენი საჭიროებები, პაკეტის პირობები და აირჩიო შენთვის ყველაზე მოსახერხებელი ვარიანტი. 

 

(R)