კახეთის გზატკეცილზე ერეკლე II-ს ძეგლი გაიხსნა – ღირებულება 955 000 ლარია
ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში ერეკლე მეორის ძეგლი გაიხსნა.
ძეგლისთვის კულტურის სამინისტროს თანხა 955 ათასი ლარი გასული წლის 9 სექტემბერს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 955 000 ლარი“, – წერია განკარგულებაში.
იქამდე, 2024 წლის 26 აგვისტოს “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისი პირადი გადაწყვეტილებით კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართებოდა.
ძეგლი მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით დამზადდა. მერებაშვილია თელავში ერეკლეს ძეგლის ავტორიც.

