ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა გააუქმა – ჩეხეთის საგარეო
“ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სავიზო ვალდებულებების შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის”, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შესაბამისი ზომა აჩერებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან უვიზო მიმოსვლას.
“ჩემი შეთავაზებით, [ჩეხეთის] მთავრობამ დაამტკიცა სავიზო ვალდებულებების შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის. ასეთ რეაგირებას ვახდენთ ადამიანის უფლებების უპატივცემლობაზე, დემონსტრაციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე. ეს ზომა საქართველოს ოფიციალურ პირებთან უვიზო მიმოსვლას აჩერებს,” – წერს ლიპავსკი

