ახალი ამბები

17 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 17 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

თელავი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა: +23°.