ახალი ამბები

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

დაპატიმრებულ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა.

Netgazeti-ს ცნობით, ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა თავისუფალი მედიის პრემიის ლარუეატების ჩამონათვალი, რომელიც ასე გამოიყურება:
• მედია-პლატფორმა Gwara Media (უკრაინა)
• ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი (საქართველო)
• საგამოძიებო ონლაინ-მედია Direkt 36 (უნგრეთი)
• ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი ალექსანდრა ასტახოვა (რუსეთი)
• მედია არხი Belarusian Investigative Center (ბელარუსი)
• ჟურნალისტი ნარგიზ აბსალამოვა (აზერბაიჯანი)