ახალი ამბები

იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1094 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2025 წლის 01 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 1094 ფაქტი გამოავლინეს.

მათგან, 94 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აგვისტოს თვეში, გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 90 ფაქტი. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს 7 ფაქტი და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.